weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

18:57 კვირა, 15 აპრილი 2018

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1968 წელს დაბადებული თ.ბ. ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი, თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან - თ.ბ.-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა. თ.ბ.-მ მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მამინაცვალმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და მამინაცვლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს. პოლიციამ ორდერი გამოწერა. შსს-ს ცნობით, თამარ გამრეკელაშვილმა პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა, მალევე კი პოლიციაში შეტყობინება შევიდა თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ვ.ბ., რომელიც თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, 2015 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

სამინისტროს მონაცემებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 800-ზე მეტი პირია დაკავებული და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოცემული.

ბოლო სამ წელში ოჯახში ძალადობის შედეგად 40 ქალი მოკლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]