შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წელს, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან, ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულ - 1984 წელს დაბადებულ ნ.ქ.-სთან ერთად, ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქე ხელკეტით ცემეს. ისინი მოქალაქეს ქურდული გარჩევის გზით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და მუქარით, 15 000 აშშ დოლარს უკანონოდ სძალავდნენ.
სამართალდამცველებმა ნ.ქ. მიმდინარე წლის თებერვალში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება გამოძალვის და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე და 126-ე მუხლებით). დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი ნორმები მკაცრდება.