weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფიქსირებულ ინტერნეტთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობა გვაქვს – კახა ბექაური

20:01 კვირა, 15 აპრილი 2018

„ფიქსირებულ ინტერნეტთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობა გვაქვს და ჩემი დღის წესრიგის პირველი საკითხია, ამას მოვუაროთ“, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ეს პირადად ჩემი და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი გამოწვევაა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ საკითხს უნდა მოვუაროთ კონკურენციის გაზრდით, ახალი მოთამაშეების, მცირე და საშუალო ოპერატორების შემოყვანით და გაძლიერებით, ოღონდ გამოყენებული უნდა იქნას მსხვილი ოპერატორების, იგივე „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ოპერატორებს ზედმეტი ინვესტიციის განხორციელება არ მოუწიოთ და მსხვილმა ოპერატორებმა მათ საკუთარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა მიაქირაონ, ან ამით მიაწოდონ ინტერნეტის შემდგომი გადაყიდვის გზით“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისივე თქმით, აქ გარედან გლობალური მოთამაშის შემოყვანა ერთვება, რომ ბაზარზე გლობალური მოთამაშე შემოვიდეს და გაკეთდეს ნეიტრალური ინტერნეტის გაყიდვის წერტილები, საიდანაც საშუალო და პატარა ოპერატორები გლობალური მოთამაშის ინტერნეტს შედარებით იაფად იყიდიან, დიდი ოპერატორების მაგისტრალურ ქსელებზე დაშვება ექნებათ და უშუალოდ მომხმარებელთან კონკურენცია გაიზრდება.

კახა ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ მობილური ინტერნეტის ფასი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან არის შემცირებული.

„მობილური ინტერნეტის ხარჯი 2013 წლიდან დღემდე 60%-ით არის შემცირებული, ან იგივე ფასად მომხმარებლები უკეთეს ინტერნეტს იღებენ. ამაში ყველა დამეთანხმება“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]