„გურიის მოამბის“ ცნობით, შემთხვევა 15 აპრილს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა ავტომანქანა ქვეითსა და ეტლით მოსარგებლე ბავშვს აარიდა და საჭე ვერ დაიმორჩილა.
ავარიის შედეგად დაშავებულთა შორის სამი არასრულწლოვანია. მათგან ერთ-ერთს, 4 წლის ბავშვს ქალა ფუძის დახურული ტრავმა აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.