„ქვეყნის 8 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პედადგოგებისთვის დაგეგმილია სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“. ჩატარდება რაგბის ტურნირი „დადე ლელო ნატოსთან ერთად“, განხორციელდება ტრადიციული პროექტი მედიის წარმომადგენლებისთვის - „ერთი დღე ჯარში“. ნატო-ს დღეები ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება“, - განაცხადეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.
ნატო-ს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.