„ეს არჩევნები არის შანსი, რადიკალურად შევცვალოთ ქვეყანა უკეთესობისკენ. შევცვალოთ, მათ შორის, ადამიანების ხედვა, ვაგრძნობინოთ რას ნიშნავს მეტი თავისუფლება, თავისუფლება, რომელსაც მერე ისინი ან მათი შვილები ასე ადვილად აღარ დათმობენ. ამისთვის საჭიროა „გირჩი“ პრეზიდენტის სასახლეში“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო დაპირებებია: 5 წელიწადში თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება, „ნარკოდანაშაულზე“ დაპატიმრებული და უფლებებშეზღუდული პირების შეწყალება, ვეტოს დადება თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონზე, მინისტრთა ანგარიშების მოსმენა თვეში ერთხელ „ფეისბუქ“ ლაივით.