weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება

12:24 ორშაბათი, 16 აპრილი 2018

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში კენჭს იყრის. საარჩევნო კამპანიის შესახებ ჯაფარიძე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„ეს არჩევნები არის შანსი, რადიკალურად შევცვალოთ ქვეყანა უკეთესობისკენ. შევცვალოთ, მათ შორის, ადამიანების ხედვა, ვაგრძნობინოთ რას ნიშნავს მეტი თავისუფლება, თავისუფლება, რომელსაც მერე ისინი ან მათი შვილები ასე ადვილად აღარ დათმობენ. ამისთვის საჭიროა „გირჩი“ პრეზიდენტის სასახლეში“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო დაპირებებია: 5 წელიწადში თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება, „ნარკოდანაშაულზე“ დაპატიმრებული და უფლებებშეზღუდული პირების შეწყალება, ვეტოს დადება თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონზე, მინისტრთა ანგარიშების მოსმენა თვეში ერთხელ „ფეისბუქ“ ლაივით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]