ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომანქანა სავალი გზიდან 200 მეტრში, რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად იპოვეს.
გარდაცვლილი მოზარდები მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ. ერთ-ერთ მათგანს 16 აპრილს დაბადების დღე ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.