weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს, ეკლესია ტურისტებისთვის დაკეტილია

21:06 სამშაბათი, 17 აპრილი 2018
გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს, ეკლესია ტურისტებისთვის დაკეტილია ფოტო © ბადრი ვადაჭკორია

ყაზბეგში, გერგეტის სამება მომლოცველებისა და ტურისტებისთვის დაკეტილია. ეკლესიაში იატაკი აყარეს. ტაძრის ერთ-ერთი მღვდელმსახურის, მამა ილარიონის განმარტებით, იატაკი თავიდან უნდა დააგონ, მანამდე კი გათბობა უნდა გაკეთდეს. მისივე თქმით, ყველა სამუშაო საპატრიარქოსთან და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არის შეთანხმებული.

გიდ თინათინ იდიძეს დღეს ყაზბეგის ტური ჰქონდა და ტურისტები,ტრადიციულად, გერგეტის სამებაზეც აიყვანა. კარი დაკეტილი დახვდა, გარეთ კი,სამრეკლოს გალავანთან, ტაძრიდან გამოტანილი ფილები იყო დაყრილი. 

„იქაურები ამბობენ, რომ იატაკის ქვეშ გათბობას აკეთებენ. თუმცა მე მაინც ვკითხე მორჩილს, რომელიც იქვე ტრიალებდა „რემონტია, იატაკი ავყარეთ და გათბობას ვაკეთებთო. იატაკს რა ჭირდა-მეთქი ვკითხე და ძველი იყოო“, - ამბობს გიდი ნიკა ლელაშვილიც.

გუშინ თამილა დვალიშვილმაც ვერ შეიყვანა ჯგუფი ტაძარში. „ბერები მუშაობდნენ, ფილები გამოჰქონდათ  და ვერ შევედით. გვითხრეს, რომ ორი კვირა ტაძარი ტურისტებისთვის დაკეტილი იქნება“, - ამბობს თამილა დვალიშვილი.

თვითმხილველების თქმით, ტაძარში მტვრის ბუღი იყო, რის გამოც ხატები და ნივთები პოლიეთილენის პარკებში იყო გახვეული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ბარამიძის განმარტებით, გერგეტის ტაძარში იატაკი 2000 წელს გაკეთდა და ცოტა ხნის წინ, განახლების ნებართვა გაიცა. „დღეს სამებაში არიან სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები - ხელოვნებათმცოდნე და არქიტექტორ-რესტავრატორები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არაფერი საგანგაშო არ ხდება“, - აღნიშნა ბექა ბარამიძემ.

გერგეტის სამება მე-14 საუკუნეშია აგებული. ტაძარი დაბა სტეფანწმინდიდან 6 კილომეტრში მდებარეობს და ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]