weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„აგარის შაქრის“ თანამშრომლები თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ

13:09 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები აგარიდან თბილისის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ „აგარის შაქრის“ საწარმოს გაჩერებით დაზარალებულთა პრობლემების მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მსვლელობის ბოლო წერტილი საქართველოს მთავრობის კანცელარია იქნება.

„აგარის შაქრის“ ქარხანა ექვს თვეზე მეტია გაჩერებულია. აგარის მცხოვრებლების თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნულ ქარხანაში იყო დასაქმებული, საწარმოს მუშაობის გაჩერების შემდეგ კი ისინი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 

ქარხნის მფლობელების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც წარმოება შეაჩერეს.

„კომპანია ყველაფერს იმპორტული შაქრის დაბალ ფასსა და პროდუქციის ჭარბ შემოდინებას აბრალებს, საკუთარ პასუხიმგებლობას იხსნის და ხელისუფლებისაკენ იშვერს თითს. აგარის მოსახლეობა დღეს არის გაუსაძლის კრიზისში, როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად. ყველა დასაქმებულის უკან ოჯახი დგას და სამწუხაროდ ყველა მოქალაქეს გააჩნია საბანკო ვალდებულებები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და გაატაროს რეალური პოლიტიკა“, - ნათქვამია სოფლის მეურნების, მსუბუქი და კვების მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის განცხადებაში.

„შაქრის ქარხნის“ თანამშრომლები დაახლოებით ერთი თვეა, რაც ღამეს ქარხანასთან ათევენ და შიმშილობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]