weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორში „მაგთის“ ოფისი გაქურდეს

14:34 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

ქალაქ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე „მაგთის“ ოფისიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. შემთხვევა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, თანამშრომლებმა დილით აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე ტელეფონი ადგილზე აღარ იდო. „დილით ჩვეულებრივ 9 საათზე მოვედით, დავიწყეთ მუშაობა და აღმოჩნდა, რომ დახლზე ტელეფონები აკლია“, - ციტირებს Qartli.ge თანამშრომლების კომენტარს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელიც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინეს და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]