Business Media Georgia-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი მაყურებლებისთვის ყოველკვირეულ მიმოხილვებს, ინტერვიუებს და ვიდეობლოგებს მოამზადებს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე, მათ გავლენებზე მსოფლიო ეკონომიკაზე და გლობალურ წესრიგზე.
„საქართველოს ერთერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი პოლიტიკური მიმომხილველის სტატუსით საქმიანი ადამიანებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს მიმოიხილავს და მისი ბლოგები ასევე Forbes Georgia –ს გამოცემებშიც დაიბეჭდება“, - ნათქვამია BMG-ის განცხადებაში.
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობას 2012-2014 წლებში იკავებდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა პარტია დატოვა.