weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კავკასიაში პირველად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი გლობალურ სტარტაპ ლაბს შექმნის

17:41 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორმა მიშა ბატიაშვილმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობის დეტალები განიხილეს, რომლის თანახმად, თბილისში MIT-ს მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ლაბი შეიქმნება. 

ლაბის ფარგლებში, MIT სპეციალისტების ხელმძღვანელობით, სტუდენტები ტექნოლოგიურ პროექტებს განახორციელებენ და მოხდება მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანის ხელშეწყობა. გლობალური სტარტაპ ლაბის შექმნა ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მსოფლიოს საუკეთესო სამეწარმეო კულტურა გაიზიარონ და ინოვაციური ბიზნესი შექმნან. პროგრამაში სტუდენტების სწავლის საფასურს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სრულად დაფარავს.

მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშროლობა უმნიშვნელოვანესია. მან უნივერსიტეტებს სამომავლოდ, როგორც ორგანიზების, ასევე შინაარსობრივ ნაწილში სრულ მხარდაჭერას დაპირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]