weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში პოლიციელისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

20:34 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქრთამის მიცემის ბრალდებით რუსთავში მცხოვრები ლ.ლ. დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ლ. გეგმავდა გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე გამავალი საირიგაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ლითონის მილების ქურდობას, რაშიც მფარველობის სანაცვლოდ მოლაპარაკება სცადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების უფროსთან და ქრთამის სახით 20 000 ლარი შესთავაზა.

„2018 წლის 17 აპრილს, თანხის გადაცემის პროცესში მოქალაქე ლ.ლ. დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით“, - განაცხადეს პროკურატურაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილითმიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდეთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს, ბრალდებულ ლ.ლ-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]