სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა,რომ ლაშა ჩ. საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების - 107 000 ლარის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 20 000 ლარამდე შემცირებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 5000 ლარი. ლაშა ჩ.-მ, იმავე მოქალაქეს, 2018 წლის 16 აპრილს, წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი - 1000 ლარი, ხოლო 2018 წლის 18 აპრილს, ასევე გამოართვა 1000 ლარი, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.