weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირება იგეგმება – ნოდარ კერესელიძე

14:03 პარასკევი, 20 აპრილი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით სამინისტრომ შეიმუშავა ახალი ინიციატივა, რომელიც მთავრობაში შევა დასამტკიცებლად.

ნოდარ კერესელიძემ 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„დედამიწის დღე ემთხვევა პლასტიკის ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების პრევენციას. ამ თემის ირგვლივ არის წლევანდელი წელი და აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ შეიმუშავა ახალი ინციატივა პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების თვალსაზრისით და ასევე, გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით. სულ მალე ეს ინიციატივა მთავრობაში შევა დასამტკიცებლად.

ჩვენი ორგანიზაციები გეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს, როგორიც არის „დაასუფთავე საქართველო“, რომლის ფარგლებშიც აქტიური დასუფთავების კამპანია გაიმართება სხვადასხვა რეგიონში და გამოვლინდება გამარჯვებული რეგიონი. ასევე, აქცია „გარემოს გულისთვის“ ფარგლებში კონკრეტული ადგილები გამოიყოფა და ამ ტერიტორიების დასუფთავებაში კერძო სექტორი იქნება ჩართული“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]