ნოდარ კერესელიძემ 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„დედამიწის დღე ემთხვევა პლასტიკის ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების პრევენციას. ამ თემის ირგვლივ არის წლევანდელი წელი და აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ შეიმუშავა ახალი ინციატივა პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების თვალსაზრისით და ასევე, გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით. სულ მალე ეს ინიციატივა მთავრობაში შევა დასამტკიცებლად.
ჩვენი ორგანიზაციები გეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს, როგორიც არის „დაასუფთავე საქართველო“, რომლის ფარგლებშიც აქტიური დასუფთავების კამპანია გაიმართება სხვადასხვა რეგიონში და გამოვლინდება გამარჯვებული რეგიონი. ასევე, აქცია „გარემოს გულისთვის“ ფარგლებში კონკრეტული ადგილები გამოიყოფა და ამ ტერიტორიების დასუფთავებაში კერძო სექტორი იქნება ჩართული“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა.