weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გლდანის ბაზრებიდან ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის 200 კგ ხორცი ამოიღეს

11:42 შაბათი, 21 აპრილი 2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში, გლდანის აგრარულ ბაზრებში შპს „მერკადოს“ და შპს „სუზალას“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონები შეამოწმეს. შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მავნე სურსათი კი დაილუქა და განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სულ დალუქულია 200 კილოგრამზე მეტი მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის იმპორტირებული ხორცი. გარდა ამისა, შპს „მერკადოს“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

2018 წლის პირველი სამი მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახეობრივი კვლევისთვის ხორცისა და ხორცპროდუქტების 40 ნიმუში აიღო, რომელთაგანაც დარღვევა დაფიქსირდა 11 ნიმუშში. ამავე პერიოდში სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდა 7 243 კგ ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]