„სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი ჩვენთან სერიოზული დაზიანებებით შემოიყვანა. რენდგენოლოგიური კვლევით კისრის მალების მოტეხილობა ჰქონდა და საჭიროებდა ტომოგრაფიულ გამოკვლევას, რის გამოც კატასტროფის ბრიგადა გამოვიძახეთ და თბილისში გადაიყვანეს“, - ამბობს ოთარ რუაძე.
26 წლის ქალი სოფელ ნუკრიანში მშობლებთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ქალის მამა უკვე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.