weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სოფელ ჩუმლაყში ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

15:37 შაბათი, 21 აპრილი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საავადმყოფოში ოთხი ბავშვი და ოთხი ზრდასრული გადაიყვანეს. სამმა პირმა, რომელთაც ზედაპირული დაზიანებები ჰქონდათ მიღებული, ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 3117 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 345 დაზარალებულის სიკვდილით; 2017 წელს 2605 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 322 დაზარალებულის სიკვდილით. 2018 წლის იანვარში 466 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]