აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი და მასთან ერთად მყოფი პირი 22 აპრილს, რკინისგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.