weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქრთამის აღების ბრალდებით სამტრედიის მერიის თანამშრომელი დააკავეს

10:25 სამშაბათი, 24 აპრილი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი ავთანდილ ნ. დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ავთანდილ ნ.-მ 2017 წლის 11 დეკემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული მეწარმე სუბიექტის წარმომადგენელს შესრულებული სამუშაოს კომისიური წესით უპრობლემოდ ჩაბარებისა და სამუშაოს შესრულებისათვის მისაღები თანხის დროულად ჩარიცხვის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 500 ლარი, რაც 2018 წლის 30 მარტს აიღო.

„გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირმა 2017 წლის 26 სექტემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქ. სამტრედიიდან ილორის მიმართულებით გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული იგივე მეწარმე სუბიექტის წარმომადგენელს, შესრულებული სამუშაოს კომისიური წესით უპრობლემოდ ჩაბარებისა და სამუშაოს შესრულებისათვის მისაღები თანხის დროულად ჩარიცხვის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი“, - განაცხადეს ანტიკორუფციულ სააგენტოში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]