„ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ქალს მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს კლინიკაში სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში გაწერეს. სამართალდამცველებმა ა.ტ. და გ.შ. კახეთის გზატკეცილზე დააკავეს. გ.შ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნაყაჩაღარი ნივთები: თანხის ნაწილი, აფთიაქის თანამშრომლის მართვის მოწმობა, მის სახელზე რეგისტრირებული ბარათები, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღი და ის ტანსაცმელი ამოიღო, რომელიც დაკავებულებს ყაჩაღობის დროს ეცვათ“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.