weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში ხანძრის შედეგად რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

00:20 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ორი სახლი მთლიანად, მესამე კი ნაწილობრივ დაიწვა. ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლებში ხანძარი 24 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე გაჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინტოქსიკაციით და სტრესის გამო საავადმყოფოში მეხანძრე და ორი ქალი გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ხანძრის შედეგად 750 კვ​.მ. ფართობი ტერიტორია დაიწვა.

უსახლკაროდ დარჩა რამდენიმე ოჯახი. დაზარალებულების თქმით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა შემთხვევის ადგილზე გვიან მივიდა და საკმარისი წყალი არ ჰქონდა.

„ყველაფერი დავკარგეთ, რაც 20 წლის განმავლობაში ვიშოვეთ. არვიცი ხანძარი რამ გამოიწვია, რადგან სახლში არ ვიყავი. როცა მოვედი, პლასტიკატს ეკიდა ცეცხლი და მეხანძრეებს ვუთხარი წყალი მიესხათ. წყალი არ ჰქონდათ - მანქანას ველოდებითო“, - ამბობს „აჭარის ტელევიზიასთან“ ერთ-ერთი დაზარალებული.

კიდევ ერთი ქალის თქმით, სახანძრო-სამაშველო მანქანა შემთხვევის ადგილზე 20 წუთის დაგვიანებით მივიდა. „თავის დროზე რომ მოსულიყო, ეს სახლი გადარჩებოდა“ , - ამბობს ის.

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ირაკლი თოიძემ განაცხადა, რომ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის ადგილზე შეტყობინებიდან უმოკლეს დროში მივიდნენ, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო ავტოცისტერნა და წყლის მიწოდების პრობლემა არ არსებობდა.

ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის თქმით, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერია ქირით საცხოვრებელ ბინებში გადაიყვანს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]