weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აგარის შაქრის ქარხანა ერთ თვეში ამუშავდება

14:06 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018
ფოტოზე აგარის შაქრის თანამშრომლები საპროტესტო აქციაზე ფოტოზე აგარის შაქრის თანამშრომლები საპროტესტო აქციაზე

„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები ხელფასს 1-ლი მაისიდან აიღებენ, საწარმო სრული დატვირთვით კი დაახლოებით ერთ თვეში ამუშავდება. ეს გადაწყვეტილება დღეს, ბიზნესომბუდსმენს, დამსაქმებელსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

„შეთანხმების თანახმად, 1-ლი მაისიდან ქარხანაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება და ისინი, ვინც აღნიშნულ საქმეზე დაკავდებიან, ხელფასს სრული ოდენობით მიიღებენ. დანარჩენი თანამშრომლები ქარხნის სრულ დატვირთვამდე, რასაც შესაძლოა ერთი თვე დასჭირდეს, ავანსის სახით ნახევარი თვის კომპენსაციას აიღებენ“, - განაცხადეს პროფკავშირებში.

მათივე ცნობით, 31 დეკემბრამდე ქარხნის მეპატრონემ საწარმოს შეუჩერებლად მუშაობის გრძელვადიანი პროექტი უნდა წარადგინოს.

„აგარის შაქრის“ ქარხანა ექვს თვეზე მეტია გაჩერებულია. ქარხნის მფლობელების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც წარმოება შეაჩერეს. „აგარის შაქრის“ 500-მდე თანამშრომელი ქარხნის ამუშავებას ითხოვდა. აგარის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნულ ქარხანაში იყო დასაქმებული, საწარმოს მუშაობის გაჩერების შემდეგ კი ისინი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

საწარმოს მუშაობის განახლების მოთხოვნით, „აგარის შაქრის“ თანამშრომლები აგარიდან თბილისამდე ფეხით ჩავიდნენ და კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ბიზნესომბუდსმენისგან მიიღეს დაპირება, რომ ქარხანა ამუშავდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]