განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსის გარდა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებაც შენდება.
„გასულ წელს დავიწყეთ სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა და უკვე ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს საშუალება ექნება იცხოვრონ თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ კორპუსში. ახალი კორპუსისა და სტუდენტური საცხოვრებლის ახლოს შენდება ასევე სპორტული კომპლექსი, რაც საერთო ჯამში ახალ საგანმანათლებლო-სპორტულ სივრცეს შექმნის ქალაქში“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძემ.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.