სერგო დაირბაიძე სავარაუდოდ მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს მწყემსავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს. 2017 წელს 126 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.