weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ ტანძიაში RMG Gold-ის წინააღმდეგ აქციას მართავენ

17:07 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018
ფოტოზე აქციის მე-12 დღე ფოტოზე აქციის მე-12 დღე ფოტო © თეონა ჩლაიძე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ და ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის მიერ ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების მიზნით დაწყებულ სამუშაოებს ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეებმა ბნელი ხევისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და კომპანიის კუთვნილ მძიმე ტექნიკას და დაცვის პოლიციას გავლის საშუალება არ მისცეს. ადგილობრივების თქმით, ოქროს მომპოვებელი კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოები საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე კულტურულ მემკვიდრეობას.

„იქიდან კაზრეთიდან ვართ განადგურებული, აქედან სამარეს გვითხრიან, ცოცხლად გვმარხავენ. სად უნდა წავიდეთ, სად უნდა გადაგვასახლონ? პარლამეტში რომ სხედან და მილიონებს ჯიბეში იტენიან, რატომ არ წუხდება რომელიმე პარლამენტარი და არ ინტერესდება ამ ხალხით. უკვე 20 დღეა აქ ვდგევართ და არავინ მოსულა, არავინ დაინტერესებულა ამ პროტესტით“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „რუსთავი 2“-თან.

„სოფელს არაფერი არ გვკითხეს და ისე გაჩეხეს რამდენიმე ჰექტარი ტყე. მთელი სოფელი ვაპირებთ ავიდეთ მათ მიერ გაჩეხილ ტყესთან და ახალი ნერგები დავრგოთ,“- აღნიშნა შავლეგო ქალდანმა.

ადგილობრივების საპროტესტო აქციებს შესაძლოა საყდრისის გადარჩენის კომიტეტიც შეუერთდეს. კომიტეტის წარმომადგენლის ნინო ბურჭულაძის თქმით, RMG Gold 30 აპრილიდან  ბნელი ხევის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას გეგმავს, რაც სავარაუდოდ, ღია კარიერული წესით სამუშაოების დაწყებას უკავშირდება.

„ვაპირებთ ადგილზე ჩასვლას და ვეცდებით, რომ მძიმე ტექნიკა დროებით მაინც შევაჩეროთ. სამუშაოების დაწყება საფრთხეს შეუქმნის არა მარტო ბნელი ხევის უნიკალურ ბუნებას, ასობით ჰექტარი ტყე უკვე გაჩეხილია და დაახლოებით, იმდენივეს გაჩეხვა ემუქრება, ასევე, საფრთხის ქვეშაა ძეგლები“, - აღნიშნა ნინო ბურჭულაძემ.

კომპანია RMG Gold-ი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ფიტარეთის მონასტრიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარე ბნელი ხევის საბადოზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებითი სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. თეთრწყაროში მოპოვებულ წიაღისეულს RMG Gold-ი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საყდრისის ტერიტორიაზე მოწყობილ სამრეწველო მოედანზე გადასამუშავებლად იმ გზით გადაიტანს, რომელის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, კომპანიამ დაახლოებით 3 0003  ხე-ტყე მოჭრა, რაც როგორც თეთრიწყაროში, ისე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიანში გააპროტესტეს.

RMG Gold-ის განცხადებით, ბნელი ხევის საბადოს ათვისების პროექტზე 20 000 000 ლარი დაიხარჯება. კომპანიაში უარყოფენ, რომ სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საფრთხეს შეუქმნის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]