weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ NTV PLUS-ს ავტორიზაცია შეუჩერა

10:25 პარასკევი, 27 აპრილი 2018

„ნტვ +“-ს, რომელიც რუსულ მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიას“ ეკუთვნის, საქართველოში ავტორიზაცია შეუჩერდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ნტვ +“-მა ავტორიზაციის შეჩერება მას შემდეგ მოითხოვა, რაც კომისიამ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარდგენა დაავალა.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „GUDA TV“-სთვის და „ნტვ +“-სთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იმსჯელა. მას შემდეგ, რაც კომისიამ სამ კომპანიას - შპს „GUDA TV“, „ნტვ +“-ს და შპს „Voxbone“-ს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა.

შპს „GUDA TV“-მ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა, „ნტვ +“-მა კი - ავტორიზაციის შეჩერების. რაც შეეხება შპს „Voxbone“-ს კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას შუამდგომლობით მიმართა და მისი საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება ითხოვა. კომისია შპს „Voxbone“-ის თემაზე ერთ კვირაში  იმსჯელებს“, - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსული მედიაჰოლდინგი „გაზპრომ მედია“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და NTV-PLUS-ს ბრენდით მაუწყებლობას გეგმავდა. „გაზპრომ მედიის“ გენერალური დირექტორის, დიმიტრი ჩერნიშენკოს განცხადებით, კომპანიის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფი“ უნდა ყოფილიყო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განმარტა, რომ NTV PLUS-მა ავტორიზაცია ორი წლის წინ მიიღო, თუმცა იმისთვის, რომ საქართველოში მაუწყებლობა დაიწყოს, საჭიროა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაიაროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]