„ამ პროექტის მეშვეობით, მომხმარებელი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს ინტერნეტის ხარისხს.
მომხმარებელს ექნება ინსტრუმენტი, რომლითაც რეგულარულად გაზომავს და შეადარებს რამდენად აკმაყოფილებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს.
აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რომლითაც ინტერნეტის ხარისხს გაზომავენ, კომისიის ვებ-გვერდიდან იქნება შესაძლებელი და მომხმარებელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლს“, - განაცხადა კახა ბექაურმა.
სისტემის დანერგვის შემდეგ, კომისია 24 საათიან რეჟიმში დააკვირდება პროცესს. ბექაურის განცხადებით, სისტემის ამუშავების შედეგად მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომისიისთვის საჩივრით მიმართვა.
„კომისია მომხმარებლის მომართვის გარეშეც დააკვირდება პროცესს და სადაც აღმოაჩენს, რომ პროვაიდერი უხარისხო ინტერნეტს აწვდის აბონენტს, დაიწყებს ოპერატორის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას, მათ შორის ფინანსურ სანქციებსაც გამოიყენებს. ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმის ამუშავების შემდეგ, ისე დავალაგებთ ბაზარს, რომ პრაქტიკულად აღარ იქნება უკმაყოფილო მომხმარებელი“,- აღნიშნა ბექაურმა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ინტერნეტის ხარისხი პრობლემაა უკმაყოფილო აბონენტების რაოდენობით და იმ ხელშეკრულებებით დასტურდება, რომელიც პროვაიდერებსა და აბონენტებს შორის არის დადებული.