weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საატესტატო გამოცდებზე ზღვარი 11 ათასმა მოსწავლემ ვერ გადალახა

14:37 პარასკევი, 26 მაისი 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდებზე საჭირო ზღვარი 11 ათასმა მოსწავლემ ვერ გადალახა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, შედეგები პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც შარშან.

„დაახლოებით, 11 000 მოსწავლეა, რომლებმაც ვერ გადალახეს საატესტატო გამოცდების ზღვარი. ტექნიკური საგნები ცოტა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ჰუმანიტარული.

პერიოდულად ისმის ჩივილი, რომ გამოცდის შინაარსი პროგრამას არ ემთხვეოდა, რაც ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს შეიძლება ასეთი მაგალითი არ გაუკეთებია. კომპიუტერით ადაპტირებული გამოცდა იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ ვამოწმებთ, რამდენად შეუძლიათ ცოდნის გამოყენება. ანუ რამდენად რეალურად შეუძლია ამოხსნას მაგალითები მათემატიკაში ან სხვა საგნებში“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

წელს საქართველოს მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი. გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]