weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი ქართულ მხარეს საქმის გამოძიებას სთხოვს

13:29 პარასკევი, 27 აპრილი 2018

თურქეთში მოკლული 47 წლის ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაკათში გადაასვენეს. ოჯახი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყებას და იმ პირის დაკითხვას სთხოვს, რომელმაც დასაქმების პირობით ჯანჯარია საქართველოდან თურქეთში ჩაიყვანა.

ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი სტამბოლის ერთ-ერთ სკვერში იპოვეს. მამაკაცს სავარაუდოდ ყელი აქვს გამოჭრილი.

„ძნელად ამოსაცნობი იყო, იმიტომ რომ დიდი ხნის გარდაცვლილია. ქართველების მიერ არის მოკლული, დაზუსტებით არვიცი, რატომ“, - ამბობს ლუხუმ ჯანჯარიას შვილი, ლევან ჯანჯარია „რუსთავი 2“-თან.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნათესავებმა განაცხადეს, რომ ჯანჯარია თურქეთის ქალაქ იზმირში 13 აპრილს ჩავიდა. მას იქ სავარაუდოდ მძიმე სამუშაო პირობები დახვდა, რის გამოც პრეტენზია გამოთქვა. ოჯახი ლუხუმ ჯანჯარიას 14 აპრილიდან ვეღარ უკავშირდებოდა. მათი ვარაუდით, სწორედ ამ დროს მოხდა მკვლელობა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი სტამბოლში წაიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]