weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თელავის საკრებულომ იყალთოს განაშენიანებაში ზოოპარკი, კაზინო და ნავმისადგომი გაითვალისწინა

17:15 პარასკევი, 27 აპრილი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

იყალთოს განაშენიანების გეგმა, რომელიც თელავის თემის საკრებულომ 2017 წლის 18 აგვისტოს დაამტკიცა, სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე სოფლის ტერიტორიაზე ზოოპარკის, კაზინოს, ნავმისადგომის, ამფითეატრის, ბულვარისა და ტექნოლოგიური პარკის მოწყობასაც ითვალისწინებს.

იმავე დადგენილებით საკრებულომ აკრძალა მეტროსადგურებიდან 5 მეტრის რადიუსში სავაჭრო ჯიხურებისა და დროებითი ნაგებობების განთავსება. დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთების განაშენიანებასთან დაკავშირებული ზოგიერთი რეგულაცია არ ვრცელდება აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საჰაერო-საბაგირო ნაგებობებზე, ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე

ამგვარი არარეალური ჩანაწერების ნორმატიულ აქტში ასახვა, სავარაუდოდ, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის განაშენიანების გეგმის მექანიკური კოპირებით არის გამოწვეული. 

თელავის საკრებულოს ზემოაღნიშნული დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 2017 წლის 24 აგვისტოს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც მასში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]