weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორში გარევაჭრობა აიკრძალება

17:00 პარასკევი, 27 აპრილი 2018

8 მაისიდან გორში გარევაჭრობა აიკრძალება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს ქალაქის სხვადასხვა ბაზარში შესთავაზებენ, სადაც ისინი სპეციალური შეღავათებითაც ისარგებლებენ.

მერიის თანამშრომლებმა, სამართალდამცავებთან ერთად, გარევაჭრობის აკრძალვისა და დაწესებული სანქციების შესახებ ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე დასაქმებული გარემოვაჭრეები გაფრთხილეეს.

„გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გარევაჭრობის გამო ქალაქის იერსახე მახინჯდება, გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ ფეხით მოსიარულეებსაც. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები გაგებით მოეკიდებიან ამ საკითხს და გადავლენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადეს მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრეები აღნიშნული ქუჩებს 7 მაისს, 20:00 საათამდე არ გაათავისუფლებენ, მათ მიმართ განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

უნებართვოდ გარევაჭრობა 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით ისჯება და გასაყიდად გამოტანილი საქონლის კონფისკაციასაც იწვევს, ხოლო თუ გარემოვაჭრე პოლიციელს წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ იგი 50-დან 100 ლარამდე ჯარიმით, ან 7 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]