weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სენაკის საკრებულომ ჯარიმის გადახდის ვადა უკანონოდ შეამცირა

16:07 შაბათი, 28 აპრილი 2018

სენაკის საკრებულომ მუნიციპალიტეტის საზღვრებში შინაური ცხოველის უმეთვალყურეოდ გაშვებისათვის ჯარიმის გადახდისთვის 20-დღიანი ვადა დაადგინა, რის შემდეგაც იზოლირებული ცხოველი იძულებითი წესით გაიყიდება. კანონის მიხედვით, ჯარიმის გადახდის ვადა 30 დღეა.

დადგენილება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ანდა მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ სენაკის საკრებულომ 2018 წლის 23 აპრილს მიიღო.

დადგენილების თანახმად, ბაღში, პარკში, სკვერში, გაზონში წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, მისი მესაკუთრე დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით, - 50 ლარის ოდენობით, პირუტყვი კი დაუყოვნებლივ იქნება იზოლირებული და სპეციალურ ადგილას მოთავსდება. თუ ჯარიმა 20 დღის ვადაში არ იქნა გადახდილი, იზოლირებული პირუტყვი საბაზრო ფასით გაიყიდება და ჯარიმის თანხა შემოსული თანხიდან გადაიხდება.

აღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ხოლო თუ მას შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანება ან განადგურება მოჰყვა, - იმავე კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ორივე შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 50 ლარს შეადგენს, გადახდის ვადა კი დაჯარიმების შესახებ დოკუმენტის ჩაბარებიდან 30 დღეს. იზოლირებული პირუტყვის იძულებით რეალიზება მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ არის ნებადართული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონებს და სხვა ნორმატიულ აქტებს უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის აქტებთან მიმართებით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოების ნებისმიერი სამართლებრივი აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „ზემდგომი იერარქიის“ ნორმატიულ აქტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]