weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვანში გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა რიცხვი გაიზარდა, რაც საეჭვოა – საია

16:31 შაბათი, 28 აპრილი 2018

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ვანის N53 საოლქო საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 26 აპრილის N13/2018 განკარგულების თანახმად, ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიების გადასატანი ყუთის სიებში შეიყვანა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე მეტი. ამით კომისიამ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შესაძლებლობა დამატებით კიდევ 299 ამომრჩეველს მისცა.

საია, რომელიც პარლამენტის შუალედურ არჩევნებს აკვირდება, აცხადებს, რომ გადასატან სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 31 საარჩევნო უბნიდან 25-ში გაიზარდა.

საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 მუხლის თანახმად, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 %-ს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთ ორი მესამედით.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე ზევით ამომრჩევლების გადასატან ყუთის სიაში შეყვანა მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია როგორც გამონაკლისი. ზემოაღნიშნულის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

უცნობია, კონკრეტულად რამ განაპირობა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რამდენად იყო საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმირებული კონკრეტულ ამომრჩეველთა მიერ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საჭიროების შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ვანის #53 ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში 3%-ზე ზევით ამომრჩევლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება გამონაკლისს უკვე აღარ წარმოადგენს და ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ“, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

ვანისა და ხონის N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. არჩევნებში სულ 6 კანდიდატი იღებს მონაწილეობას: გიორგი უგულავა, N2 – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“; გიორგი ლილუაშვილი, N17 – „საქართველო“; ზურაბ ქართველიშვილი, N21 – „ტრადიციონალისტები“; მამუკა ტუსკაძე, N23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; გივი ჭიჭინაძე, N41 -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; ვასილ კოპალიანი, N42 – საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]