მუსტაფა ილთან ოქთემს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობაც აქვს მინიჭებული, „ბათუმის აეროპორტის“ დირექტორის თანამდებობა 2016 წლის 1 მაისიდან უკავია. იმავე წლის 8 თვის განმავლობაში მისი ხელფასის ჯამური ოდენობა 153 775 ლარი იყო, ანუ საშუალოდ თვეში 19 221 ლარი.
მანამდე აღნიშნულ თანამდებობას ასევე თურქეთის მოქალაქე მერთ ქანდიელი იკავებდა, რომლის ხელფასიც 2015 წელს 174 298 ლარი იყო, 2014 წელს კი 141 110 ლარი.
ბათუმის აეროპორტი სამართავად თურქულ კომპანია „ტავ ბათუმ ოფერეიშენსს“ 20 წლით ვადით, 1 აშშ დოლარის საფასურად, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ივლისის №377განკარგულებით გადაეცა.
ამ თემაზე:
ნატახტარი მესტიის მიმართულებით ფრენა 25 ლარით გაძვირდა, თბილისი-ბათუმი 35-ით