დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მას ხელი მოსტყდა და გულ-მკერდის არეში დაზიანება მიიღო. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18, ხოლო მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი. ბოლო ათ წელში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 473 და მძიმედ დაშავდა 805 დასაქმებული.