weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისის შემოვლითი და ნატახტარი-ჟინვალის გზების პროექტირება იწყება

16:01 პარასკევი, 26 მაისი 2017

თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალი ქალაქს მნიშვნელოვნად განტვირთავს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ამავდროულად, იქნება მლეთა-კობის მონაკვეთისკენ მიმავალი ჩქაროსნული გზის დასაწყისი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

გზის პროექტირება 15 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება.

„დღეს უკვე პროექტირებისა და დიზაინის მომზადების პროცესშია ძალიან ბევრი პროექტი. წელს ჩვენი ინფრასტრუქტურული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომავალ წელს შარშანდელი მონაცემების თითქმის გაორმაგება იგეგმება და ვფიქრობთ, ეს მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე დასაქმების კუთხით. მომავალი წლის გაზაფხულიდან ერთდროულად ჩაირთვება ძალიან ბევრი პროექტის მშენებლობა, რაც ძალიან დაეტყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]