შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა სამოქალაქო პირმა, ამკრძალავი ნიშნების მიუხედავად, პოლიგონის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია, სადაც იპოვეს მცირე ზომის მეტალის ნივთი, სავარაუდოდ ჭურვი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მოისროლა, რა დროსაც ეს ნივთი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად ორივე მათგანმა მიიღო სხეულის დაზიანება. ორივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. შსს-ს ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უცნობია როგორ მოახერხეს მოქალაქეებმა საწვრთნელ ბაზაზე შესვლა. შსს-ში განმარტავენ რომ ამ დროს წვრთნები არ მიმდინარეობდა.