მოსაზრებას – „ჩემს ადგილობრივ ხელისუფლებაში (საკრებულოში, მერიაში, გამგეობაში) კორუფციის პრობლემა არსებობს“, გამოკითხულთა 40% არ ეთანხმება, 35% ეთანხმება, ხოლო 24 %-მა არ იცის.
ამასთან, გამოკითხულთა 51% არ ეთანხმება, რომ საჯარო ინსტიტუტებში (საჯარო რეესტრი, სახელმწიფო საავადმყოფოები, სკოლები და ა.შ) კორუფციის პრობლემა არსებობს, 29 % ეთანხმება, ხოლო 19 %-მა არ იცის.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „CRRC-საქართველომ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომის საშუალო ზღვარი +/- 2.2 %-ია.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.