weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

3 მაისს შესაძლოა თბილისის მეტრომ მუშაობა შეწყვიტოს

12:40 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები პროტესტის ნიშნად გაფიცვას აპირებენ, რის გამოც, შესაძლოა, 3 მაისს მეტრო მთლიანად პარალიზებული იყოს. მემანქანეები თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასის მომატებას ითხოვენ.

მემანქანეთა პროფკავშირ „ერთობა 2013“-ის წევრების თქმით, მემანქანეები შრომის ანაზღაურებას საათობრივად იღებენ, რაც 6,92 ლარის შეადგენს. ისინი ხელფასის 10 ლარამდე გაზრდას უკვე ორი წელია ითხოვენ.

„ორი სამმხრივი ფორმატის შეხვედრა გავმართეთ, სადაც მხარეებს წარმოადგენდნენ როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ასევე თბილისის მერია, რომელიც აღნიშნული კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელია. სამწუხაროდ ვერ მოხდა მედიაციის ფარგლებში ჩვენი და დამსაქმებლის დავის გადაწყვეტა. ჩვენი მხრიდან ყველა საშუალება და რესურსი იქნა გამოყენებული, რათა ამ პროცესს არ მიეღო გაფიცვის სახე. დღეს, სამი დღით ადრე, სატრანსპორტო კომპანიასა და ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებას შევიტანთ და გავაფრთხილებთ, რომ 2 მაისს მეტროპოლიტენი დაასრულებს მუშაობას და 3 მაისს აღარ გაიხსნება“, - განაცხადეს მემანქანეებმა, რომლებიც დღეს მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბნენ.

„ერთობა 2013“-ის განცხადებით, გაფიცვას ყველა მემანქანე უერთდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]