weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა

21:09 პარასკევი, 26 მაისი 2017

ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის ბავშვი დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. დაშავებული ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 154 ქვეითი დაიღუპა, 2159 კი დაშავდა.

2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 3%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]