weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

18:32 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

თბილისში ახალგაზრდა ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 29 აპრილს, გამთენიისას მოხდა. სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებით ინტოქსიკაცია გახდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ახლობელი ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი გარდაცვალებამდე კლუბ „ბასიანზე“ იმყოფებოდა და სახლში გამთენიისას დაბრუნდა. მისივე თქმით, კლუბში ყოფნის დროს ქალს ინტოქსიკაციის ნიშნები არ ეტყობოდა.

28 აპრილს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შაბათის კურიერი“ გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარია საქართველოში ახალი თაობის ნარკოტიკული საშუალების - მეფედრონის გავრცელებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, 22 წლის მამაკაცის გარდაცვალების და რამდენიმე ადამიანის მოწამვლის მიზეზი გახდა.  

„შემოყვანილია 8 პაციენტი. ყველასთვის დამახასიათებელი ნიშანი იყო ცნობიერების ღრმა დათრგუნვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ყველა მათგანი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. რამდენიმე პაციენტი გაეწერა, რამდენიმე კი მკურნალობას განაგრძობს. დარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, - ამბობს ალადაშვილის კლინიკის კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან რატიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებთ. რაც შეეხება, რითი არიან გადაცვლილები ეს ადამიანები და ჰქონდათ თუ არა მათ ნარკოტიკული საშუალებები მოხმარებული, ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბრძოლას კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან.

მეფედრონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „აბაზანის მარილი“ თეთრი ფხვნილის სახით არსებობს და მას ორალურად, სასუნთქი გზების საშუალებით და ინტრავენურად მოიხმარენ. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციით, მეფედრონის რეგულარული მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას, პარანოიას, დეპრესიას, ჰალუცინაციას, მძიმე პანიკურ შეტევას და გულის მწვავე უკმარისობას. მეფედრონის სხვა ნივთიერებასთან ერთად მიღება შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]