weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირლანდია საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადებს დაჩქარებულად განიხილავს

20:38 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

ირლანდიის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში 16 აპრილს შევიდა. მინისტრის შესაბამის განკარგულებაში ნათქვამია, რომ საქართველომ აღნიშნულ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად გადაინაცვლა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას შეამცირებს.

ირლანდია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეცხრე ქვეყანაა, იმ თორმეტი სახელმწიფოდან, რომელსაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. 

„აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მეტყველებს დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გზით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის აღიარებაზე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული აქვს ლუქსემბურგს, ბელგიას, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, ბულგარეთს, ავსტრიას, ლიხტენშტეინს და ისლანდიას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]