სოფელ საკირეში ბორჯომის მერის წარმომადგენლის, თამაზ ჩუტკერაშვილის თქმით, ცეცხლი დაახლოებით 10 მეასედზეა მოდებული.
„მიუვალი ადგილია. ერთი სახანძროა ადგილზე და „შლანგების“ გაჭიმვას ცდილობენ. იქ არიან გუბერნიის და მერიის თანამშრომლებიც. ტელეფონი არ იჭერს. ქვემოთ ჩამოვედი იმისთვის, რომ ინფორმაციის გავრცელება შევძლო“, - ციტირებს მერის წარმომადგენლის კომენტარს „სამხრეთის კარიბჭე“.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო სამსახური და ტექნიკა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მეხანძრეებთან ტელეფონით დაკავშირება ვერ ხერხდება.