სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტების მასშტაბით, შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები და სოფლების ტერიტორიები. რაც შეეხება ტყისპირა ზოლებს, აქ ატიურად გამოიყენებენ მექანიკური ბრძოლის საშუალებას, რითაც დასახლებულ ტერიტორიებზე ტყიდან მავნებლის გავრცელება აღიკვეთება.
მავნებელთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და გურიის გუბერნატორმა, გააცნეს. ხაზი გაესვა მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობისა და ინფორმირებულობის მნიშვნელობას.