weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს

19:13 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრა. ამჟამად კი იმ ფართობების ქიმიური დამუშავება მიმდინარეობს, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენეობა დაფიქსირდა. 

„მუნიციპალიტეტებში საკმარისი რაოდენობით, 150 ერთეულზე მეტი ტექნიკაა გადანაწილებული. მონიტორინგის საფუძველზე ვიღებთ ინფორმაციას, რომელ სოფელში შევიდეთ. დღეიდან შეწამვლა დაწყებულია აბაშის, სენაკის, ხონის, ხობის, ზუგდიდის და ლანჩხუთის ტერიტორიებზე“, - განაცხადა ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზატორმა ლაშა შალამბერიძემ.

შეწამვლით ღონისძიებებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ წამლობის დასრულებამდე სკებიდან ფუტკარი არ გამოუშვან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]