weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას იმერეთში

20:38 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში 48 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, რესურსები მაქსიმალურად არის მობილიზებული იმისთვის, რომ მავნებელის წინააღმდეგ ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს.

„ტექნიკა მობილიზებულია იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და გურიაში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში. ამ წელს დაახლოებით მილიონი ჰექტრის დამუშავების რესურსი გვაქვს. კონკრეტულად რეგიონსა და მუნიციპალიტეტში რამდენი ჰექტარი იქნება დამუშავებული, ამას ჩვენ გვეტყვის მხოლოდ მონიტორინგი“, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურიშვილმა.

ზურაბ ჩეკურიშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოსა და მოსახლეობის შეთანხმებული ქმედებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა და ინსტრუქცია იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსაც გააცნო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]