weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

11:33 სამშაბათი, 01 მაისი 2018
ფოტოზე ზაზა სოფრომაძე ფოტოზე ზაზა სოფრომაძე

ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. 

სამინისტროს ინფორმაციით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. ზაზა სოფრომაძეს მიხეილ დუნდუა შეცვლის, რომელიც ამავდროულად სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს. მიხეილ დუნდუა დღემდე თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს, რომელიც აქამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო.

დავით სერგეენკოს ახალი მოადგილეები უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]